ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩინეთის მხარდაჭერის წყალობით, რუსეთს აქვს შესაძლებლობა, გააგრძელოს აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ.
ამის შესახებ მან ნატო-ს ახალგაზრდულ სამიტზე გამოსვლისას განაცხადა.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ჩინეთი რუსეთის ფედერაციას აწვდის ტექნოლოგიებს რაკეტების, თვითმფრინავების და სხვა იარაღის წარმოებისთვის.
"მთავარი ქვეყანა, რომელიც საშუალებას აძლევს რუსეთს ევროპაში დაპყრობითი ომი აწარმოოს უკრაინის წინააღმდეგ, არის ჩინეთი. ეს არის რუსეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი. ისინი აწვდიან კრიტიკულ კომპონენტებს იარაღისთვის, მიკროელექტრონიკისთვის, მოწინავე ტექნოლოგიებისთვის, რაც საშუალებას აძლევს რუსეთს აწარმოოს რაკეტები, დრონები. ბევრი სხვა რამ, რაც სჭირდება უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
მან ასევე მიუთითა ირანის მიერ რუსეთის მხარდაჭერაზე, კერძოდ უპილოტო თვითმფრინავების მიწოდებასთან დაკავშირებით. ასევე ილაპარაკა ჩრდილოეთ კორეის მხარდაჭერაზე, რომელი რუსეთს ამარაგებს საბრძოლო მასალითა და იარაღით.
„ასე რომ, რუსეთის მეგობრები აზიაში, ირანში, ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთში, წარმოადგენენ მთავარ ხელშემწოყობ ძალას რუსეთისთვის, რათა მან შეძლოს ებრძოლოს ევროპელ მეგობარს, ნატო-ს მეზობელს“, - თქვა სტოლტენბერგმა.
ამ კონტექსტში, სტოლტენბერგმა მინიშნა შემდეგზე: „იდეა, რომ ჩვენ შეგვიძლია გავყოთ აზია და ევროპა, აღარ მუშაობს“.
”ისინი ურთიერთდაკავშირებულია, ამიტომ ჩვენც, რა თქმა უნდა, უნდა დავუპირისპირდეთ იმ გამოწვევებს, რომლებსაც ჩინეთი უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას,” - თქვა სტოლტენბერგმა.