აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში სამშაბათს დილით მატარებლით ჩავიდა. იუწყება Reuters
ეს არის აშშ-ის ოფიციალური პირის პირველი ვიზიტი უკრაინაში მას შემდეგ, რაც კონგრესმა გასულ თვეში დაამტკიცა 61 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი უკრაინისთვის.
ვიზიტის მიზანია აშშ-მა კიდევ ერთხელ გამოხატოს სოლიდარობა უკრაინის მიმართ.
როგორც ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბლინკენი იმედოვნებს, რომ გაუგზავნის ძლიერ სიგნალს უკრაინელებს, რომლებიც ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან.
„სახელმწიფო მდივნის მისიაა, ისაუბროს იმის შესახებ, რომ დამატებითი დახმარება იქნება უზრუნველყოფილი ისე, რომ გაძლიერდეს მათი თავდაცვა და საშუალება მიეცეთ მათ უპირატესობა მოიპოვონ ბრძოლის ველზე”, - თქვა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
მისივე თქმით, მას შემდეგ რაც ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა სამხედრო დახმარების პაკეტს, არტილერია, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები და საჰაერო თავდაცვის რაკეტები უკრაინის ჯარმა უკვე მიიღო.