შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, საქართველოში აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.
"საქართველოს ხელისუფლება გადადის თავისი ევროატლანტიკური გზიდან, რაც ქართველ ხალხს სურს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, იმუშაოს დიდი ხნის პარტნიორებთან, რათა მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის მისწრაფებებს და გამოიძიოს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობისა და შევიწროების ყველა ფაქტი. შეერთებული შტატები ქართველ ხალხს მუდამ გვერდში დაუდგება", - წერს ბასი სოციალურ ქსელში.