ამჟამად თბილისში ევროპის ისტორია იწერება, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთი X-ზე წერს .
ის თბილისში უწყვეტ საპროტესტო აქციებს ეხმიანება.
"ხალხო, შეხედეთ ამ ქალაქს! ამჟამად თბილისში ევროპის ისტორია იწერება.
ხალხი ქუჩაში გამოდის 24/7 - რუსიფიკაციის საფრთხის წინააღმდეგ, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის.
არ დავტოვოთ ისინი მარტო ქართულ კოშმართან," - წერს როთი და თბილისში, რუსთაველის გამიზირზე, სტუდენტების მსვლელობისას გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.