"ეს კანონი არ უნდა მივაღებინოთ", - წერს სოციალურ ქსელში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.
"პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა საპოლიციო ძალების და სპეცტექნიკის უდიდესი მობილიზაცის, მშვიდობიანი ახალგაზრდების სასტიკი ცემის ფონზე, ოპოზიციური დეპუტატების დაშვების გარეშე, რამდენიმე წამში განიხილა და მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონს. წინაა პლენარული სხდობა. ეს კანონი არ უნდა მივაღებინოთ!", - აცხადებს ეკა გიგაური.