ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს. ცხადად ვთქვით, რომ ეს კანონპროექტი არასწორია, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა Sky news-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს. ცხადად ვთქვით, რომ ეს კანონპროექტი არასწორია. რეალურად, მსოფლიოს გარშემო ბევრი ქვეყანა ცდილობს იმავე კანონის მიღებას, რათა აკრძალონ ნებისმიერი სახის სამოქალაქო სივრცე, კამპანიები აქვთ იმ ნებისმიერი უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციის, ნებისმიერი ქველმოქმედების, ნებისმიერი ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებსაც ვერ აკონტროლებენ. ეს მთელ მსოფლიოში, ავტორიტარული რეჟიმების ღერძის პრობლემაა ", - თქვა ქემერონმა.