სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე, მარიამ იაშვილი ბრალს არ აღიარებენ.
მისი თქმით, ჩხრეკისა და დაკავება პროცედურები კანონმდებლობის დარღვევით ჩატარდა.
"ბუნებრივია, არ აღიარებენ ბრალს, მათ შორის საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ვხედავდით, როგორ არღვევდნენ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები კანონს, როგორ ტარდებოდა ჩხრეკა, როგორ არ იქნა უზრუნველყოფილი მოწმეებისა და ადვოკატის დასწრება და მონაწილეობა ჩხრეკის პროცესში, როგორ არ იქნა გამორიცხული საგამოძიებო ორგანოს მიერ შესაძლებლობა, რომ ჩხრეკის დროს მომხდარიყო სხვადასხვა სახის კანონდარღვევა, მათ შორის ყოფილიყო უზრუნველყოფილი პროცედურული წესების დაცვით ნივთების ამოღება, დალუქვა, აღრიცხვა", - თქვა თუთბერიძემ.
ამასთან, ადვოკატის განცხადებით, არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტიელბას, დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიები სახიტ, პატიმრობის შეფარდების თაობაზე.
"ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით. მიგვაჩნია, რომ დაუსაბუთებელი და უსამართლოა. უნდა დავამუშაოთ და შემდეგ გადავწყვეტთ მისი გასაჩივრების შესაძლებლობას, დავგეგმავთ თავად უჩასთან ერთად", - განაცხადა ადვოკატმა.