თბილისში მიმდინარეობს მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "აგენტების კანონის" წინააღმდეგ.
თავდაპირველად აქციის მონაწილეები თბილისის სამ სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ და მსვლელობით დაიძრნენ რიყეზე ევროპის მოედნისკენ. ამ მსვლელობის განმავლობაში მოქალაქეთა სიმრავლის გამო გადაიკეტა მტკვრის ორივე სანაპირო.
საპროტესტო დემონსტრაციის დევიზია "კი ევროპას! არა რუსულ კანონს".
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ეწინააღმდეგებიან ყოველგვარ მცდელობას, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზას ძირს უთხრის და არ შეწყვეტენ პროტესტს, ვიდრე აგენტების კანონს არ გაიწვევენ.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი" ქართულმა ოცნებამ აპრილის დასაწყისში დააბრუნა პარლამენტში განხილვისთვის, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.
ამ დროისთვის, კანონი პირველი და მეორე მოსმენით მიღებულია, უახლოეს დღეებში იგეგმება კანონის საბოლოო მესამე მოსმენით დამტკიცება.