საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინელებს მეტი აღჭურვილობა სჭირდებათ, რათა მათ წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის აგრესიას.
„რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და რაღაც მომენტში ჩვენ უნდა შევძლოთ რუსეთის წინსვლა შევაჩეროთ. უკრაინაში ამ ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საფრთხის ქვეშაა.
მაგრამ კანონის უზენაესობა, ჩვენი საერთო წესები, ასევე სასწორზეა. ჩვენ ვერ ვიქნებით უსაფრთხოდ, ეს ხდება ჩვენგან 1500 კილომეტრის მოშორებით“, - თქვა მაკრონმა.
მისი თქმით, საფრანგეთის უსაფრთხოება დამოკიდებულია უკრაინაში არსებულ ვითარებაზე.
„ამიტომ, უკრაინელებს მეტი აღჭურვილობა უნდა მივაწოდოთ, მაგრამ ახლავე უნდა ვთქვათ, რომ თუ რუსები ძალიან შორს წავლენ, ჩვენ ყველა ერთიანი ევროპელები ვიქნებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა. მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპელები მზად უნდა იყვნენ იმოქმედონ რუსეთის შესაჩერებლად.
„ვიმედოვნებ, რომ ჩვენ არ მოგვიწევს ბრძოლა, საფრანგეთი არა სამხედრო, არამედ მშვიდობიანი ქვეყანა. მაგრამ დიახ, თუ გვინდა მშვიდობა, ჩვენ ის უნდა დავიცვათ.
ამიტომ უნდა შევიარაღდეთ და ამიტომ უნდა ვიყოთ შემაკავებელი ფაქტორი და ზოგჯერ ჩვენი მოწინააღმდეგეებს ვუთხრათ: „თუ ძალიან შორს წახვალთ და დაემუქრებით ჩვენს ინტერესებს, ჩემს უსაფრთხოებას, მაშინ არ გამოვრიცხავ {სამხედრო} ჩარევას“, - აღნიშნა მან.