ყოველი განხილვის დროს ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს უფლებრივი საკითხები და ლგბტ პროპაგანდის საკითხები. უფლებრივი მიმართულებით ქართული კანონმდებლობა სრულად არის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, რაც შეეხება პროპაგანდის შეზღუდვას, აქ მნიშვნელოვანია, სწორედ უფლებებიდან გამომდინარე, მათ შორის არასრულწლოვანთა ინტერესებიდან გამომდინარე, ამ პროპაგანდის შეზღუდვა.
„საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია აგრძელებს შეხვედრებს რეგიონებში. ჩვენ ამ დღეებში გვექნება განხილვა ჩვენს მოქალაქეებთან ერთად რუსთავში, თელავში, ბორჯომში, გორში, სადაც განვიხილავთ კონსტიტუციური კანონის პროექტს „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის შესახებ“. გვექნება დეტალურად მსჯელობა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. როგორც იცით, ეს ინიციატივა მოდის იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს არსებობს ლგბტ პროპაგანდის მხრივ, და ეს ემსახურება სწორედ იმას, რომ განსაკუთრებით არასრულწლოვანები დაცულები იყვნენ პროპაგანდისგან. ყოველი განხილვის დროს ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს უფლებრივი საკითხები და ლგბტ პროპაგანდის საკითხები. უფლებრივი მიმართულებით ქართული კანონმდებლობა სრულად არის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული. რაც შეეხება პროპაგანდის შეზღუდვას, აქ მნიშვნელოვანია, სწორედ უფლებებიდან გამომდინარე, მათ შორის არასრულწლოვანთა ინტერესებიდან გამომდინარე, ამ პროპაგანდის შეზღუდვა, და ასევე გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების მკაფიო პოზიციის ჩამოყალიბება, თუ როგორ გვინდა და ვხედავთ ზოგადად ოჯახურ ღირებულებებს და სამართლებრივ ჩარჩოს ქართული კანონმდებლობის პირობებში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.