აშშ-მა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტის მიწოდების შესახებ განაცხადა.
პაკეტში შევა:
საჰაერო თავდაცვის დამატებითი საბრძოლო მასალები Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებისთვის, ასევე „მიწა-ჰაერის“ ტიპის სარაკეტო სისტემები;
Stinger-ის ტიპის საზენიტო რაკეტები;
აღჭურვილობა დასავლური გამშვები დანადგარების, რაკეტებისა და რადარების უკრაინულ სისტემებთან ინტეგრაციისათვის;
155 და 105 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები;
Javelin-სა ატ-4-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემები;
მაღალი სიზუსტის საავიაციო საბრძოლო მასალები;
მაღალჩქაროსნული HARM-ის ტიპის რაკეტები
Bradley-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები;
M113-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები;
HMMWV-სა და MRAP-ის ტიპის სამხედრო ავტომობილები;
სანაპირო და მდინარის საპატრულო კატარღები;
ყუმბარები და მცირე ზომის იარაღის საბრძოლო მასალები;
ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული დაცვის საშუალებები;
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შეიარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის მნიშვნელოვანი ახალი პაკეტი „მხარდაჭერილი უნდა იყოს მამაცი უკრაინელი ხალხისთვის, რადგან ისინი იცავენ თავიანთ ქვეყანას რუსული აგრესიისგან. შეერთებული შტატები და საერთაშორისო კოალიცია გააგრძელებენ უკრაინის გვერდით დგომას, რადგან ის იცავს თავისუფლებას“.
ეს უკრაინის დახმარების მესამე პაკეტის 24 აპრილის შემდეგ, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ითვალისწინებს 61 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფას უკრაინისთვის.
2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აშშ-მა უკრაინას დაახლოებით 50,6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება უკვე გამოუყო.