სამოქალაქო აქტივისტს, გიორგი მუმლაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ტვ პირველი იუწყება, ინფორმაციას მისი მეგობრები ავრცელებენ. მუმლაძეს თავს 4 პირი დაესხა და სასტიკად გაუსწორდა.
თავდასხმა მარნეულში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მას ტელეფონიც წაართვეს.
ფოტოზე ჩანს, რომ მუმლაძე დასისხლიანებულია და შემოხეული აქვს ტანსაცმელი.