ევროპის დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მომავალ თაობას უნდა გადასცენ ერთიანი და მშვიდობიანი ევროპა, რომელსაც ვერც დიქტატორი ადოლფ ჰიტლერი და ვერც აგრესორი ქვეყნის, რუსეთის მეთაური ვლადიმირ პუტინი ვერ გატეხს.
ამის შესახებ ზელენსკიმ ქალაქებისა და რეგიონების საერთაშორისო სამიტზე გნაცხადა, რომელსაც ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან ერთად ესწრებოდა.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად და სამართლიანად დასრულდეს ეს რუსული ომი, რომელიც გრძელდება უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ თავის სამიზნედ აქცევს მთელ ევროპას, ევროპულ ერთობას. ყველა თქვენგანი ხედავს, რომ პუტინი მოვიდა ჩვენს მიწაზე ისევე, როგორც ჰიტლერი - სხვა ხალხების მიწებზე - დანაშაულებრივად, არაპროვოცირებულად და აბსოლუტურად სასტიკად“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა მნიშვნელოვანია, რომ „ევროპამ არ გამოავლინოს სისუსტე“ თავის გადაწყვეტილებებში.
მან აღნიშნა, რომ ევროპა არის ნებაყოფლობითი გაერთიანება ერების, თემების, ფასეულობების და მილიონობით ძალიან განსხვავებული ხალხის - და ეს არის მისი რეალური ძალა.
„ჩვენ ერთად უნდა გავძლიერდეთ, ვიზრუნოთ ჩვენს კონტინენტზე სიცოცხლისა და საერთო ღირებულებების დაცვაზე, რათა ჩვენს შვილებს მემკვიდრეობად გადავცეთ მშვიდობიანი, ერთიანი ევროპა, სადაც თქვენ ნამდვილად გინდათ იცხოვროთ და რომელსაც ვერ გატეხს ვერც ჰიტლერი და ვერც პუტინი... მათ შეუძლიათ მოიპარონ მშვიდობა ევროპისგან, მაგრამ არა ჩვენი საერთო ბედი - ბედი, ვინც ამარცხებს ბოროტებას, იცავს სიცოცხლეს და აფასებს მშვიდობას, - განაცხადა ზელენსკიმ."