უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში 8 მაისის ღამეს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მასიურ სარაკეტო შეტევას ეხმიანება.
მისი განცხადებით, მხოლოდ ნაცისტს შეუძლია ასეთი დანაშაულის ჩადენა მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვებისა და ხსოვნის დღეს. მისივე თქმით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 50-ზე მეტი რაკეტა და 20-ზე მეტი დრონი გამოიყენა.
„ნაცისტი პუტინის მასიური სარაკეტო დარტყმა ხსოვნისა და ნაციზმზე გამარჯვების დღეს მეორე მსოფლიო ომში.
50-ზე მეტი რაკეტა და 20-ზე მეტი „შაჰედი“ ლვოვის, ვინიცის, კიევის, პოლტავის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, ივანო-ფრანკოვსკის რეგიონების ინფრასტრუქტურაზე . ადგილზე უკვე მუშაობს ყველა საჭირო სერვისი ტერორის შედეგების ლიკვიდაციისათვის.
მთელმა მსოფლიომ მკაფიოდ უნდა გაიგოს ვინ ვინ არის. მთელ მსოფლიოს არ აქვს უფლება ნაციზმს კიდევ ერთი შანსი მისცეს“, - წერს ზელენსკი.