ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, ვეტერანი დიპლომატი დენიელ ფრიდი ეხმიანება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.
"შეერთებულ შტატებს სურს, საქართველოს მთავრობას აშშ-სთან კონფრონტაციიდან გამოსავლის შესაძლებლობა მისცეს. შესაძლოა, ეს უშედეგო იყოს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელთა მიერ აშშ-ის მისამართით გაჟღერებულ თავდასხმებს. ეს მოთმინება დიდხანს არ გაგრძელდება, თუმცა ბოლო ცდად ღირს", - წერს ფრიდი სოციალურ ქსელში.