ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რიში სუნაკის განცხადებით, შეშფოთებულია ისრაელის მიერ რაფაჰზე განხორციელებული თავდასხმის გამო.
სუნაკის თქმით, ნებისმიერი შეტევითი ქმედება საფრთხეს უქმნის რაფაჰში მშვიდობიან მოსახლეობას.
„მე ეს პუნქტები არაერთხელ გავიმეორე პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან საუბრისას“, – თქვა სუნაკმა
მანამდე, ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰზე ავიაიერიში განახორციელა.
ამასთან, დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ სამშვიდობო ზავის პირობებს დათანხმდნენ.
საუბარია ზავის იმ პირობებზე, რომელიც შუამავლებმა – კატარმა და ეგვიპტემ წარადგინეს.
თუმცა ისრაელელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ შეთავაზება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელსაც „ჰამასი“ დათანხმდა, არ არის ისრაელის მხრიდან მხარდაჭერილი.
როგორც ისრაელის მედია წერს, „ჰამასი“ ეგვიპტის მიერ შეთავაზებულ იმ შეთანხმებას დათანხმდა, რომელსაც ისრაელი სერიოზულად არ განიხილავდა.