ნიდერლანდები უკრაინისთვის F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას შემოდგომიდან დაიწყებს. მიწოდების ასეთი განრიგს ითვალისწინებს მოკავშირეების მიერ შემუშავებული გეგმა.
ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა ვილნიუსში, ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ ყველაფერი გვაქვს დაგეგმილი პროექტისთვის, რომელიც მოიცავს უკრაინელი მფრინავების მომზადებას, ტექნიკური პერსონალის მომზადებას და რეალური თვითმფრინავების გადაცემას“, - აღნიშნა მან.
მინისტრის თქმით, უკრაინელი მფრინავები ამ დროისთვის რამდენიმე ქვეყანაში გადიან მზადებას.
მისივე თქმით, პირველ გამანადგრუბელს უკრაინას დანია ამ ზაფხულს მიაწვდის.
ცოტა ხნის წინ კიევში დანიის ელჩმა ოლე ეგბერგ მიკელსენმა განაცხადა, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი ზაფხულში უკრაინაში F-16-ოს ტიპის გამანადგურებლების გაგზავნასთან დაკავშირებით.