სანქციები აუცილებლად იქნება, ამაში ეჭვი არ მეპარება!, - აცხადებს საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი იან კელი ტელეკომპანია "პირველთან" ინტერვიუში.
იან კელის განცხადებით, თუ საქართველოს ხელისუფლება რუსულ კანონს მაინც დაამტკიცებს და მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე ძალადობას განაგრძობს, სანქციები გარაუვალი იქნება.
მისი თქმით, "ოცნების" მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების შესაბამისი პაკეტის მზადება უკვე დაწყებულია და ახლა სახელმწიფო დეპარტამენტი კანონპროექტის კანონად ქცევას ელოდება.
"ქართულ ოცნებას" მოუწევს შესაბამისი ფასის გადახდა და ვიცით რა არის ეს ფასი. ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს შეუძლია სანქციების გამოყენება. ფინანსური სანქციები, საბანკო ანგარიშების გაყიდვა, ამერიკასა და ევროკავშირში შემოსვლის და მოგზაურობის აკრძალვა. თუ საბოლოოდ კანონს გაიტანენ, თუ ძალადობას გააგრძელებენ ე.წ ტიტუშკებისა და პოლიციის საშუალებით, თვალსაჩინოა, რომ მოუწევთ ამისთვის ფასის გადახდა მოუწევთ. სანქციების გამოყენება უკვე ვნახეთ მოსამართლეების წინააღმდეგ, მაგრამ იგივე უნდა მოხდეს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ კანონს იღებს. სახელმწიფო დეპარტამენტი უკვე ემზადება, გეგმავს რაღაცის გაკეთებას, უბრალოდ, ელოდება კანონპროექტის კანონად ქცევას. სანქციები აუცილებლად იქნება, ამაში ეჭვი არ მეპარება!", - ამბობს იან კელი.