ხარკოვში რუსეთის ავიაიერიშების შედეგად, დაშავებულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. დაზიანებულია 20 საცხოვრებელი კორპუსი. ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვის ტერიტორიაზე სამი აფეთქება დაფიქსირდა.
რუსები დღეს შუადღისით თავს დაესხნენ ხარკოვის ცენტრალურ ნაწილს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია 10 დაშავებულის შესახებ.