5 მაისს შუადღისით რუსები თავს დაესხნენ ხარკოვის ცენტრალურ ნაწილს, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
ინფორმაციას ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი და ხარკოვის ოლქის ადმინსიტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ სინეგუბოვი ავრცელებენ.
სინეგუბოვის განცხადებით, მტერმა დარტყმები ქალაქის ცენტრალური ნაწილში, საცხოვრებელი კვარტლის წინააღმდეგ განახორციელა. მისივე თქმით, დაშავდა ათი ადამიანი.
ოკუპანტების დარტყმების შედეგად კერძო სექტორში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და მანქანები.