უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის რეგიონში რუსული მოიერიშე სუ-25 ჩამოაგდეს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცების მიერ დონეცკის რეგიონში დღეს კიდევ ერთი რუსული სუ-25 ჩამოგდების შესახებ“, - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველა ჯარისკაცს, „რომლებიც, რუსეთის მკაცრი ზეწოლისა და სიტუაციის ყველა სირთულის მიუხედავად, ახლა ოკუპანტებს ანადგურებენ“.
„ჩვენი ყოველი საბრძოლო ბრიგადა, რომელსაც უჭირავს ძლიერი პოზიციები, თითოეული ჩვენი მეომარი, რომელიც უზრუნველყოფს შედეგებს საკუთარი თავისთვის, ძმებისთვის, ქვედანაყოფებისთვის, იცავს მთელ უკრაინას და უნარჩუნებს უკრაინას არა მხოლოდ გადარჩენის შესაძლებლობას, არამედ უკან დევნის ოკუპანტებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან ასევე მადლობა გადაუხადა სამხედროებს, ”ყველას, ვინც იცავს და დაიცავს უკრაინის ცას რუსული ტერორისგან”.
„მნიშვნელოვანია ვიყოთ მაქსიმალურად ყურადღებიანი ამ დღეებში“, - დასძინა ზელენსკიმ.