დღეს, 4 იანვარს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე "მოამბის" დაარსებიდან 40 წლისთავთან დაკავშირებით საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტებისთვის მიღებას გამართავს.
ბაქრაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტებს პარლამენტში, 15:00 საათზე შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ 51 წლის წინ, 1956 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ტელეხედვის სტუდია ეთერში გავიდა. შემოქმედებითმა ჯგუფმა ტელეანძის პატარა სტუდიიდან ეთერში ორსაათიანი გადაცემა გაიყვანა. საინფორმაციო სამსახურმა კი ყოველდღიური მაუწყებლობა ტელევიზიის შექმნიდან ათი წლის შემდეგ დაიწყო. "მოამბის" დაარსებიდან წელს 41 წელი გავიდა. წლებთან ერთად იცვლებოდნენ დიქტორები თუ წამყვანები, იცვლებოდა საინფორმაციო გამოშვების სახელწოდებაც. დღეს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ახალი ამბები ყოველდღე იმ სახელწოდებით გადის, რომლითაც "მოამბემ" მაუწყებლობა წლების წინ დაიწყო.