გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც ბერბოკი აღნიშნავს ხელისუფლების ამოცანაა, უნებურად არ გადაკეტოს მომავლის გზა.
"საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის ისტორიული შესაძლებლობა, რომლის დასაცავად ათიათასობით ადამიანი დგას ქუჩაში. მას საფუძვლად უდევს დემოკრატიული, ცოცხალი და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება. ხელისუფლების ამოცანაა, უნებურად არ გადაკეტოს მომავლის გზა", - წერს ბერბოკი.