ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი ნამდვილი სახე აჩვენა და საქართველოს ევროპული მიმართულებისადმი მისი წინააღმდეგობა გამოააშკარავა.
იუკნევიჩიანე აქციის დარბევის ვიდეოს აზიარებს.
"ნიღბები ჩამოხსნილია – ივანიშვილმა გამოააშკარავა საქართველოს ევროპული მიმართულების მიმართ მისი წინააღმდეგობა, აჩვენა ნამდვილი სახე. ის არასდროს ყოფილა მომხრე. ახლა საქართველოს მომავლისთვის გადამწყვეტი მომენტია. მჯერა ქართველი ხალხის, ის საქართველოს ევროპულ გზას დაიცავს."- წერს ევროპარლამენტარი X-ზე.