2011 წელს პირველი მზის დაბნელება თბილისის დროით 11:00 საათზე მოხდება.
ამის შესახებ რადიოსადგური "ეხო მოსკვი" იუწყება.
მათი ინფორმაციით, მეცნიერები წელს მზის ოთხ და მთვარის 2 დაბნელებას ელოდებიან, თუმცა ამ მოვლენისთვის თვალის დევნება მხოლოდ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის მცხოვრებლებს შეეძლებათ.
რაც შეეხება მიმდინარე წელს მთვარის პირველ დაბნელებას, იგი 15 ივნისს მოხდება.