პარტია "ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და ხელისუფლებას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს.
"მიუღებელია ძალის გამოყენება, მით უფრო სრულიად გულწრფელი ახალგაზრდების მიმართ.
მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაიწვიოს ჯერ კიდევ ერთი წლის წინ უარყოფილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.
გარანტირებულად და დამაჯერებლად უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება.
ყველას უნდა ესმოდეს, პირველ რიგში ხელისუფლებას, რომ სამოქალაქო დაპირისპირება დამანგრეველი იქნება ქვეყნისათვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.