4 იანვარს, 11:00 საათიდან 5 იანვრის 02:00 საათამდე, სოფელ გლდანში 900 მმ-იან I წყალდენზე მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, წყალმომარაგება შეუწყდება ბარისახოს, ლიბანის, ჭრებალოსა და ქერჩის ქუჩებს; სოფელ გლდანის ნაწილს; გლდანის მასივის "ა", I, II, III, IV მ/რაიონებს; თემქის დასახლების IV მ/რაიონს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოს ჩატარებას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" საავარიო ბრიგადები დილიდან შეუდგებიან.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ითვალისწინებს წყალმომარაგების შეზღუდვით გამოწვეულ დისკომფორტს და ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.