შეიარაღებულ ძალებს ვულოცავ დღევანდელ დღეს და დიდება ზვიად გამსახურდიას სახელს, რომელიც გახლავთ ამ საქმის ფუძემდებელი და რომელსაც სწორედ რუსებმა სამეგრელოს ტყეში მოუსწრაფეს სიცოცხლე, - ამის შესახებ ენმ-ის დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"თქვენ რაც ყველაზე ცუდი გააკეთეთ, გუშინ გააკეთეთ ის, რომ მთაწმინდა გადმოაპირქვავეთ. ადამიანები, რომლებიც ღირსებით არიან საქართველოს ისტორიაში დამკვიდრებული, მათი სახელები გამოიყენეთ სპეკულაციის სახით, სრულიად სხვა გაგებით. მე არ მესმის რა საერთო და სულიერი ნათესაობა გაქვთ მერაბ კოსტავასთან და ილია ჭავჭავაძესთან, როდესაც მათ ციტირებთ." თქვა ხერხეულიძემ.