"ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი ივანიშვილის განცახდებას გამოეხმაურა, რომელშიც ის ამბობს, რომ იანუკოვიჩის და შევარდნაძისავით არ დაასრულებს.
სამადაშვილის თქმით, ოლიგარქს უფრო მძიმე დასასრული ელის.
“ბიძინა ივანიშვილმა გუშინ ერთი სწორი რამე თქვა, რომ იანუკოვიჩის და შევარდნაძისავით არ დავამთავრებო. მართალია, ივანიშვილს მინდა ვუთხრა, ასე არ დაამთავრებს. შევარდნაძე იყო მსოფლიოში ცნობილი პოლიტიკოსი, მიიღო გარანტიები უსაფრთხოების და დარჩა საკუთარ ქვეყანაში და ღირსეულად გაატარა მისი მოხუცებული წლები, იანუკოვიჩი რუსეთმა უკან მიიღო, იმიტომ, რომ ისიც რაღაცა ტიპის პოლიტიკოსი იყო და შემოინახა, რომ ეგებ მომავალში დაჭირვებოდა. თქვენ ისე წახვალთ ამ ქვეყნიდან, რომ არც რუსეთში დასჭირდებით არავის და მითუმეტეს, დასავლეთში ფეხი არ ჩაგედგმებათ, ამიტომ არ ვიცი, ბრაზილიაში გაიქცევით თუ სადმე სხვაგან, - ამბობს სალომე სამადაშვილი.
ივანიშვილმა გუშინ აღიარა, რომ რუსული კანონის მიღება და მთელი ეს რეპრესიები ერთადერთ მიზანს ემსხურება: დარჩეს ხელესუფლებაში სამუდამოდ. ივანიშვილმა მიმართვის დროს ტოლობის ნიშანი მასსა და უკრაინის პრორუს მმართველს შორის დასვა და თქვა, რომ "იანუკოვიჩის მსაგვსად ვერ შეცვლიან“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.