ჩვენი ადგილი არის ევროპაში და უნდა გავხდეთ ევროპის სრულფასოვანი წევრები, ამასთან ერთად უნდა ვთქვათ, რომ ევროპა ქართველებთან ერთად უფრო გამდიდრდება, უფრო ღირსეული და ამაყი იქნება,,- ამის შესახებ მრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ქართველები რომლებიც, ვერასდროს წარმოვიდგენთ ჩვენს თავს ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოძმეების გარეშე, რომლებიც ორიენტირებულები ვიქნებით, რომ რაც შეიძლება მალე, ყოველთვის ერთიან, თავისუფალ, ძლიერ, სრულად დამოუკიდებელ საქართველოში ვიცხოვროთ. მე მინდა ყველა ჩვენს ეთნიკურ ჯგუფს მივესალმო, აზერბაიჯანელებს, სომხებს, ყველას ვინც ამ ქვეყნის მოქალაქეა. ჩვენ სარეთო მრწამსი - მამული, ენა, სარწმუნოებაა და დიახ, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ადგილი არის ევროპაში და უნდა გავხდეთ ევროპის სრულფასოვანი წევრები და ამასთან ერთად უნდა ვთქვათ, რომ ევროპას ქართველებთან ერთად უფრო გამდიდრდება, უფრო ღირსეული და ამაყი იქნება, რადგან ჩვენ ჩვენი კულტურით, იდენტობით კიდევ უფრო გავამდიდრებთ ევროპას. წინ ბევრი ამოცანა გვაქვს, „ქართულ ოცნებას“ ბევრი ამოცანა აქვს თავის ლიდერებთან, საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ეს არის სვლა დეოკუპაციისკენ, ეკონომიკური განვითარებისკენ, გრძელვადიანი მშვიდობისკენ, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ, ეს ყველაფერი ერთად ცოტა რთულია, მაგრამ ყველა ერთად ამას შევძლებთ სიამაყით და ორ ფეხზე დგომით“, - განაცხადა მდინარაძემ.