„ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრის ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილის დაკავება „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ აქციაზე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და მკაფიოდ გამოხატავს ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ“ - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილის გუშინ ღამით რუსთაველის გამზირზე დაკავების თაობაზე განაცხადა
ვაშაძის თქმით უკანონოდ დაკავებული ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
„ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრის ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილის დაკავება „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ აქციაზე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და მკაფიოდ გამოხატავს ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ. ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრის დაკავება ევროინტეგრაციის იდეის აქციაზე არის განაცხადი, რომ “ქართული ოცნება” ღიად ეუბნება უარს ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანებას .
დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ უკანონოდ დაკავებული ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი ბუკა პეტრიაშვილი. უსამართლო დაკავებებით ამ პროცესს ვერ შეაჩერებთ და თქვენთვისვე სჯობს მოუსმინოთ ასობით ათასი ქართველის ხმას!“ - განაცხადა ვაშაძემ