საზოგადოებას მოვუწოდებ სიფხიზლისკენ, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს და იმ არგუმენტებზე ლაპარაკობს, რის გამოც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონი ქვეყნისთვის მავნებელი.
„რუსული ხელისუფლების წარმომადგენელი უმრავლესობა ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს, რომ გააუქმოს ქვეყანაში დემოკრატია და ძალისმიერად წაართვას ქართველ ხალხს ევროპული მომავალი. რუსული კანონით პირველი მოსმენით დამტკიცების შემდეგ მოხდა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორის მოვლენა, პირველი, ევროკავშირმა გაგვაფრთხილა, რომ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ დაიწყება და კანდიდატის სტატუსი სავარაუდოდ, შეჩერდება და ასევე, სავარაუდოდ, დაიწყება უკვე მსჯელობა უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე - ანუ საქართველოს მოქალაქეები დაკარგავენ შესაძლებლობას, რო უვიზოდ იმოგზაურონ.
ჩემი შეკითხვა უკავშირდებოდა ამას, როგორ შეიძლება ახსნას მმართველმა გუნდმა საჭიროება ამის, რომელიც ფაქტობრივად, ხაზს უსვამს ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და აკარგვინებს საქართველოს მოქალაქეებს ისეთ მონაპოვარს, როგორიც არის უვიზო მიმოსვლას.
მეორე, მნიშვნელოვანი სიგნალი, რომელიც მივიღეთ, არის, რომ აშშ გადახედავს სტრატეგიულ მხარდაჭერას ამ ხელისუფლების პირობებში და ფინანსურ დახმარებას ჩვენი ქვეყნის, მინდოდა მომესმინა პასუხი კითხვაზე, რა ღირებულებას წარმოადგენს რუსული კანონი აგენტების შესახებ ისეთს, რომ ჩვენ მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს და მასთან ურთიერთობას შეექმნას ასეთი საფრთხე. ამერიკის მხარდაჭერის გარეშე საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ძალიან მალე შეწყვეტს არსებობას, ამიტომ დღეს ვისაც ეჭვი გეპარებათ რა ხდება ქვეყანაში, უყურეთ დღევანდელ სხდომას, სადაც ოპოზიციონერ დეპუტატებს არ აძლევენ კითხვის დასმის შესაძლებლობას, ამ კანონის მიღება რა აუცილებლობას წარმოადგენს, თუ ეს ნიშნავს სახელმწიფოებრიობის, ევროპული მომავლის, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის და ჩვენი თავისუფალი მომავლის დაკარგვას, მაგრამ ამაზე პასუხი არ აქვს ქართულ ოცნებას,“ - ამბობს სამადაშვილი.