წარმოუდგენელია დაპყრობილ ქვეყანაში მტრული სახელმწიფო და ასევე, სხვა ქვეყნები იყვნენ თანაბარ პირობებში, - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.
„ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა, ჩემთვის როგორ შეიძლება უცხო ქვეყანა და მტრული სახელმწიფო იყოს ერთი და იგივე, ვერ იქნება, ვერც ერთ შემთხვევაში. ამიტომ მგონია, რომ ეს პირველი ნაწილი არის ყველაზე ბუნდოვანი და გაუმჭვირვალე, რომ არაფრით არ შეიძლება იყოს პროლოგი თვითონ ამ პროექტის. წარმოუდგენელია დაპყრობილ ქვეყანაში მტრული სახელმწიფო და ასევე, სხვა ქვეყნები იყვნენ თანაბარ პირობებში. ახლა რაც შეეხება იმ შიშებს, რაც ჩვენ გვაწუხებს ამ კანონპროექტიდან გამომდინარე, რომელსაც აქცევთ კანონად ძალმომრეობით - საქმე იმაშია, რომ მედიისთვის, რომელიც დღეს შეზღუდულია აქ და საკუთარი ტელეფონებით მუშაობენ, ადამიანებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ არასამთავრობო სექტორს, არის, პირველ რიგში, შემზღუდავი ეს კანონპროექტი და რატომ - დეპუტატებს, რომლებსაც ერთი სიტყვის მიუღებლობის გამო, შეგიძლიათ დღეს მოკიდოთ ხელი და მანდატურის საშუალებით გააგდოთ, ამ ადამიანებს ჩვეულებრივი დაკანონებული ძალმომრეობით გააგდებთ ქვეყნიდან“, - განაცხადა ხერხეულიძემ.