ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი სოციალურ ქსელში ეხმიანება თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს.
"დარჩი ძლიერი, მაგრამ უსაფრთხოდ, საქართველო. ბევრი მეგობარი გიყურებს", - წერს იან კელი.
თბილისში, ხალხმრავალი, ფართომასშტაბიანი საპროტესტო დემონსტრაცია იმართება. საპროტესტო აქციის მონაწილეები აპროტესტებენ "აგენტების კანონს" და ხელისუფლებას მისი გაწვევისკენ მოუწოდებენ.