"დიდი სიამოვნებით დაველოდები ერთი, რა სანქციას დამადებენ", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე სენატორების წერილის შესახებ საუბრისას განაცხადა.
"მსოფლიოში პირველი პრეცედენტი იქნება კანონის ინიციირებისთვის და მხარდაჭერისთვის, რომ დაასანქცირებენ ადამიანს, დიდი სიამოვნებით დაველოდები ერთი, რა სანქციას დამადებენ ამასთან დაკავშირებით აი, დიდი სიამოვნებით, რომ მსოფლიოში პირველი პრეცედენტი იყოს, რომ კანონმდებელს კანონის ინიციირებისთვის დაასანქცირებენ", - განაცხადა მამუკა მდინარაძე.