ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ ქვეყანას და მხარს უჭერენ ჩემს შვილსაც, ეს ძალიან მახარებს, - ამის შესახებ გიული ალასანიამ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.
„რამდენი რეზოლუცია მიიღეს უკვე პერსონალურად ჩემს შვილთან, მის თავისუფლებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მათი დღის წესრიგი გადატვირთული იყო, საქართველოს საგანგებოდ დიდი ყურადღება მიექცა, დებატები უძღოდა წინ დღევანდელ დღეს და საბოლოოდ მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანას, სახელმწიფოს უჭერენ პირველ რიგში მხარს და მხარს უჭერენ ჩემს შვილსაც, რაც მე ძალიან მახარებს.“ - განაცხადა გიული ალასანიამ.
დღეს ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.