ელისაშვილმა სიფათში რომ დაარტყა მდინარაძეს, ღარიბაშვილის ხალხი ტაშს უკრავდა, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მან "ქართული ოცნების" შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე ოლაპარაკა და აღნიშნა, რომ მმართველ გუნდში ერთმანეთს "ვირთხებივით" ჭამენ.
„ფსიქოზს მისულია "ოცნება", კოლბაში მოქცეული ვირთხები, რომლებიც რაღაც მომენტში ერთმანეთს ჭამენ. ისეთი ჭამა მიდის ერთმანეთის შიგნით, ვერ წარმოიდგენთ.
ელისაშვილმა სიფათში რომ დაარტყა მდინარაძეს, ღარიბაშვილის ხალხი ტაშს უკრავდა. ვირთხების ცენტრიდანული მოძრაობა დაწყებულია”, - თქვა უგულავამ.