სანქციები კი არა, საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ხალხი კვდება და ეწირება ამ იდეას, წარმოუდგენელია, კანონშემოქმედებისთვის სანქციები დააწესოს ევროსტრუქტურამ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„საქართველოსთვის, გაჭვირვალობისთვის რომ არის სწორი, ჩვენ რომ ასეთი აზრი გაგვაჩნია, ამას ჯერ რუსული დაარქვას ვინმემ და სანქციები ახსენოს, მარაზმია. ევროპარლამენტარებმა იკადრეს, რომ სანქციები შეიძლება, დაუშვას ევროპამ კანონშემოქმედებისთვის. ვიღაცას მიაჩნია, კანონი რუსულია და შეშინებულია. 29-ში მოდის ხალხი, ვინც ეროვნულ პოლიტიკას მხარს უჭერს, მამული, ენა, სარწმუნოება მისთვის მთავარია. „ქართული ოცნების“ წევრები ვიქნებით იმის გარანტი, რომ კაციშვილმა საყვედურიც კი ვერ უთხრას იმ ადამიანებს, ვისაც წამოსვლა არ უნდა. არც ერთი ასეთი ადამიანი არ მოვიდეს“, – განაცხადა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის განცხადებთ, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ევროპელმა წარმომადგენელმა ევროდირექტივას, რომელიც დაინიცირდა ევროპარლამენტში უცხოური ძალის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, პრორუსული უწოდა, ამიტომ გასაკვირი არაფერია.
„რაც არ მოსწონთ, ყველაფერს ეძახიან პრორუსულს. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენელმა, პრორუსული ქართულ კანონს კი არა, ევროდირექტივას უწოდა. ევროპარლამენტში არც ის ორი ადამიანი არ გვიპოვნია, ბუნებრივად დაგვიჭირეს მხარი, სხვებიც იქნებიან, მაგრამ როგორც კი სხვები გამოვლენ, იმასაც პრორუსს დაუძახებენ“, – განაცხადა მდინარაძემ.