ევროპარლამენტართა ჯგუფს უნდა მორჩილი ქართული საზოგადოება, რომელიც კითხვებს არ დასვამს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
„როგორ შეიძლება ქართველი ხალხის დასანქცირება, ვერ გამიგია, წარმოუდგებელია. დეპუტატები ვინ არიან?! 29 აპრილს მობრძანდით და ნახავთ, ვის დასანქცირებას აპირებენ ეს ევროპარლამენტარები. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ასეთი რამ აბსურდია. ეს არის, უბრალოდ, ვიტყოდი, დაშინების მეთოდი იმისთვის, რომ ევროპარლამენტის ამ ჯგუფს უნდა მორჩილი ქართული საზოგადოება, რომელიც კითხვებს არ დასვამს, გაჰყვება პირდაპირ დირექტივებს და რომელიც იტყვის, რომ სინამდვილეში მორჩილებაში არის თავისუფლება და უცოდინრობაში არის ძალა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.