აშშ-ის სენატმა უმრავლესობით მხარი დაუჭირა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 95,3 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი დაამტკიცა.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა 79-მა სენატორმა 17-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
სენატის მიერ დამტკიცების შემდეგ, კანონპროექტი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხელმოსაწერად გადაეცემა. როგორც ბაიდენი აცხადებს, ის კანონპროექტს ხელს მიღებისთანავე მოაწერს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 20 აპრილს მხარი დაუჭირა ოთხ კანონპროექტს.
ოთხი კანონპროექტიდან ერთი ითვალისწინებს უკრაინის 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას, მეორე ისრაელის დახმარებას 26 მილიარდი დოლარის ოდენობით. მესამე კანონპროექტი მოიცავს 8,1 მილიარდ დოლარის გამოყოფას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის. მეოთხე კანონპროექტი სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკის“ აკრძალვის შესაძლებლობას იძლევა, ასევე მოიცავს რუსული აქტივების კონფისკაციას უკრაინის სასარგებლოდ და ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ.