ყოველთვის, როცა მგონია რომ ქართულმა ოცნებამ ფსკერს მიაღწია, ისინი მაინც ახერხებენ ჩემს გაოცებას უფრო ღრმა ფსკერზე ჩასვლით, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.
„ეს იმიტომ, რომ ქართული ოცნება, რეალურად რუსული ოცნებაა და როცა 83 დეპუტატი ღიად უჭერს მხარს რუსულ კანონს, ეს დემოკრატია აღარაა - ეს არის მარიონეტების შოუ და მათი პატრონი, რომელიც ამ 83 ღილაკს ხელს აჭერს, ბიძინა ივანიშვილია.
ოლიგარქი იღებს ინსტრუქციებს რუსი მესვეურებისგან - ინსტრუქციებს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ევროპული მომავლის წართმევას და მახინჯ, რუსულ სამყაროში შეთრევას.
პუტინის საამებლად, მისი მარიონეტები ყველაფერს გააკეთებენ - დაარღვევენ კანონებს, სცემენ ხალხს - მაგრამ ქართველი ხალხი ამას არ მოითმენს, მათ ახალგაზრდობა ჰყავთ, რომელიც გზას კაფავს ევროპისკენ, რამეთუ ისინი დაიბადნენ თავისუფლებაში არ შეეგუებიან რუსულ ბორკილებს.
მათი და ჩვენი ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში, ჩვენ ვდგავართ მამაცი ქართველების გვერდით!“ - განაცხადა ფონ კრამონმა.