ეს კონტრაქცია არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ქართული ოცნება დამთავრებულია, - ამის შესახებ განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ.
მისი თქმით, როდესაც ახალგაზრდებისა და მოქალაქეების გულწრფელ, სამართლიან პროტესტს უპირისპირებ ძალით მოყვანილი საჯარო მოხელეების აქციას, უდიდესი სისუსტის გამოვლინება.
„ეს კონტრაქცია არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ქართული ოცნება უბრალოდ დამთავრებულია. როდესაც ახალგაზრდებისა და ჩვენი მოქალაქეების გულწრფელ, სამართლიან პროტესტს უპირისპირებ ანაზღაურებადი, ძალით მოყვანილი საჯარო მოხელეების აქციას, ეს არის არა ძალის, არამედ უდიდესი სისუსტის გამოვლინება.
ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რამდენი საჯარო მოხელეც არ უნდა გამოიყვანონ ძალით, რამდენი ტაშიც არ უნდა აკვრევინონ, ქართველი ხალხი ყოველთვის იტყვის - კი ევროპას და არა რუსეთს!
ამიტომ, ეს კანონი არ იქნება მიღებული, არ უნდა იყოს მიღებული და 26 ოქტომბერს, არჩევნებზე, რუსულ კანონთან ერთად ასევე უნდა დამთავრდეს რუსული ხელისუფლება.“ – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.