დღეს, 3 იანვარს, იუსტიციის სამინისტროში ნაძვის ხის ზეიმი გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოდან განუცხადეს, ზეიმი მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლების აღსაზრდელებისთვის ჩატარდება.
ზეიმი 13:00 საათზე დაიწყება. (მისამართი: ორთაჭალა, გორგასლის № 24, იუსტიციის სამინისტროს ახალი შენობა).