ახალი წლის ღამეს სამაშველო და სახანძრო სამსახურებში 100-მდე გამოძახება დაფიქსირდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, უმეტესობა "ახალ წელთან დაკავშირებულ დაუდევრობას უკავშირდებოდა".
"მაგალითად იყო შემთხვევევი, როცა საახალწლო პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ხანძარი გაჩნდა აივნებზე, ან ცეცხლი ნაძვის ხეს გაუჩნდა", - განმარტა გიორგაძემ.
მისივე თქმით, ყველა გამოძახება "მსუბუქი ხასიათის" იყო.
"რაც შეეხება 1-ელ იანვრისა და წუხანდელ ღამეს, მშვიდად ჩაიარა", - განმარტა მან.