2011 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოს დედაქალაქში დასუფთავების მოსაკრებელი 100% მეტით გაიზარდა და 2.50 ლარია.
მერიაში იმედოვნებენ, რომ გადასახადის ზრდა ხელს შეუწყობს თბილისში სისუფთავის დონის გაზრდასა და გაუმჯობესებას.
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანები, რომლებსაც 100 000 ქულაზე ნაკლები გააჩნიათ, 50 %-იანი შეღავათის ისარგებლებენ.
შეგახსენებთ დასუფთავების მოსაკრებელი 1.2 ლარს შეადგენდა.
"ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებებების მიხედვით, 1 სულ მოსახლეზე საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანის მოსაკრებლის ზედა ზღვარი 3 ლარი იქნება, იურიდიული პირების მომსახურებაზე კი მოსაკრებელი იგივე დარჩება - 25 ლარი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე.