საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც თუნდაც ერთი კომუნალური გადასახადი აქვს გადაუხდელი, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება ავტომატურად შეუწყდება. ქვეყანაში კომუნალური გადასახადების ამოღების ახალი მექანიზმი 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა.
ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვით, დენის, გაზის, წაყლმომარაგების და დასუფთავების გადასახადის ამოღება კოორდინირებულად მოხდება.