საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" შობა-ახალ წელს ულოცავს და საინფორმაციო სივრცეში პირველობას უსურვებს.
"ჯი-ეიჩ-ენ-ს" გისურვებთ, იყოთ პირველები, მოვლენათა განვითარების ეპიცენტრში და ხალხს ინფორმაციას აწვდიდეთ ისე, როგორც არის, და როგორც ამას აქამდე აკეთებდით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის,"-განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, სიმართლე უნდა ითქვას იმისთვის, რომ ქვეყანა გაძლიერდეს.
"სიმართლის თქმა ყოველთვის აუცილებელია. თუმცა, ინფორმაცია ისე კი არ უნდა მიაწოდო მომხმარებელს, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა ან ცარიელი, არამედ თქვა, რომ ჭიქაში ამდენი რაოდენობა წყალი ასხია. თქვენს მოქალაქეებს ყოველთვის ობიექტური ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ, მაგრამ არ უნდ დაგვავიწყდეს უმთავრესი_ჩვენთვისაც, თქვენთვისაც, იმ ადამიანისთვისაც, ვინც დღეს პატრულია და ქუჩაში დგას, ჯარისკაცისთვის, მეცნიერისთვის, თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანისთვის, საქართველო ერთია. ქვეყანა რომელიც ჩვენმა წინაპრებმა აქამდე მოიყვანა, უნდა გავაძლიეროთ და შევინარჩუნოთ. ჩვენი მიზანია, არ იყოს რადიკალური და მწვავე განცხადებების გაკეთება, რითიც ერთმანეთს გულს ვატკენთ. გისურვებთ, რომ სიმართლე ყოველთვის მიგეტანათ ხალხამდე და ამით ქვეყანა გაგეძლიერებინოთ,"-განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.