გილოცავთ ახალ წელს. გისურვებთ წარმატებებს. ფეხბედნიერი ყოფილიყოს 2011 წელი თქვენთვისა და სრულიად საქართველოსთვის.
ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ ქვეყნის თითოეული მოქალაქეს ვუსურვებთ გამარჯვებებს. ქვეყანა წარმატებული და მდიდარია თუ წარმატებულნი და მდიდრები არიან მისი მოქალქეები. გისურვებთ წარმატებებსა და სიუხვეს.
2010 წელს ვცდილობდით ვყოფილიყავით იქ, სადაც ჩვენი ქვვეყნის მნიშვნელოვანი ამბები ხდებოდა. ვყოფილიყავთ სამშობლოსა და მართალი სიტყვის სადარაჯოზე. მუდამ ვგრძნობდით ჩვენი ერთგული მკითხველისა და გულშემატკივრების თანადგომას.
2010 წელი ჩვენთვის იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ GHN-მა საერთაშორისო არენაზე საკმაოდ დიდი აღიარება მოიპოვა და სათავეში ჩაუდგა საერთაშორისო ორგანიზაციას BSANNA-ს, რომელიც 14 ქვეყნის ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოებს აერთიანებს.
აღნიშნულ ფაქტს არ განვიხილავთ, როგორც მხოლოდ ჩვენს წარმატებას, ეს უპირველასად ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს წარმატებად მიგვაჩნია.
2010 წელს ჩვენ უამრავი გულშემატკივარი შევიძინეთ და მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენი სტრატეგიის _ "ობიექტური და დამოუკიდებელი" გამარჯვებაა.
დიახ, ჩვენთვის კვლავაც უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ყველა ვითარებაში შევინარჩუნოთ ობიექტურობა და ვიყოთ დამოუკიდებლები, რადგან მედიასაშუალებისთვის ეს ორი კომპონენტია უმთავრესი მსაზღვრელი.
კიდევ ერთხელ გილოცავთ 2011 წელს.
ფეხბედნიერი ყოფილიყოს 2010 წელი თქვენთვის და სრულიად საქართველოსთვის.
ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი"GHN