საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ახალი წელი თბილისის დიღმის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს მიულოცა.
რამაზ ნიკოლაიშვილის ინიციატივით, ბავშვები სამინისტროს შენობაში მიიყვანეს. სამინისტროს დათვალიერების შემდეგ, პატარებს უწყების ხელმძღვანელი შეხვდა და სპეციალურად მათთვის შერჩეული საახალწლო საჩუქრები გადასცა.
ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ქართულად გახმოვანებული ანიმაციური ფილმი "შრეკი" აჩვენეს და ტკბილეულითაც გაუმასპინძლდნენ.