აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოკავშირეებთან და პარტნიორებათან, მათ შორის დიდი შვიდეულის ქვეყნებთან, კონგრესში ორივე პარტიის ლიდერებთან, განიხილავს კოორდინირებულ მოქმედებებს "ყოვლისმომცველი პასუხის შემუშავებისთვის" ირანის უპრეცედენტო საჰაერო თავდასხმაზე ისრაელის წინააღმდეგ. ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველის ჯეიკ სალივანის განცხადებაში.
ჯეიკ სალივანის განცხადებით, აშშ ირანს ახალ საქციებს დაუწესებს.
„უახლოეს დღეებში, შეერთებული შტატები დააწესებს ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ, მათ შორის მისი სარაკეტო და უპილოტო პროგრამების, ასევე ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) და ირანის თავდაცვის სამინისტროს მხარდამჭერი ორგანიზაციების წინააღმდეგ. ჩვენ ველით, რომ მოკავშირეები და პარტნიორები მალე მიყვებიან ჩვენს მაგალითს საკუთარი სანქციებით. გარდა ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას თავდაცვის დეპარტამენტისა და აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეშვეობით, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და გავაფართოვოთ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების წარმატებული ინტეგრაცია ახლო აღმოსავლეთში, რათა კიდევ უფრო შევასუსტოთ ირანის რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლებლობების ეფექტურობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
სალივანის თქმით, ახალი სანქციები და სხვა ზომები გაზრდის ზეწოლას ირანის სამხედრო ძალაუფლებისა და ეფექტურობის შეკავებისა და შესმცირებისთვის, ასევე თეირანის მიერ განხორციელებული უკანონო ოპერაციების წინააღმდეგ.
ბოლო სამი წლის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა დააწესა სანქციები 600-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციაზე, რომლებიც დაკავშირებულია ტერორიზმთან, ტერორიზმის დაფინანსებასთან და უკანონო ვაჭრობასთან, ადამიანის უფლებების დარღვევასთან და მარიონეტების მხარდაჭერასთან. ტერორისტულ ჯგუფებთან, მათ შორის ჰამასთან, ჰეზბოლასთან, ჰუსიტებთან და ქათაიბ ჰეზბოლასთან.
„ზეწოლა გაგრძელდება. ჩვენ უყოყამანოდ ვიმოქმედოთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მთელს მსოფლიოში, ასევე კონგრესთან, რათა ირანის მთავრობას პასუხისმგებლობა დავაკისროთ მისი მავნებლური და მადესტაბილიზირებელი ქმედებებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.